მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ, ევროკავშირთან თანამშრომლობა გვსურს, მაგრამ თუკი დამატებით სანქციებს დაგვიწესებენ, შესაბამის პასუხს გავცემთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თუკი ევროკავშირი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, ანკარა საპასუხო ზომებს მიიღებს.

„ჩვენ ევროკავშირთან მუშაობა გვსურს, მაგრამ თუკი ბლოკი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, იძულებული გავხდებით, შესაბამისი პასუხი გავცეთ,“- განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 13 ივლისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთის საკითხს განიხილავენ და ანკარას მიერ კვიპროსის საზღვაო ეკონომიკურ ზონაში წარმოებული ბურღვითი ოპერაციების გამო, შესაძლოა, ბლოკმა დამატებითი ნაბიჯები გადადგას.

იხილეთ ვიდეო: მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ, ევროკავშირთან თანამშრომლობა გვსურს, მაგრამ თუკი დამატებით სანქციებს დაგვიწესებენ, შესაბამის პასუხს გავცემთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა