სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლები და პოეტები აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, დღეს ისინი აკაკი წერეთლის საფლავთანაც იმყოფებოდნენ.
როგორც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე დაოშვილი აცხადებს, მეცნიერებმა აკაკი წერეთლის 180 წლის იუბილე ამ ფორმით აღნიშნეს.
„სრულიად საქართველო აღნიშნავს დიდი ქართველი მწერლის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლისთავს. ჩვენმა სამეცნიერო ცენტრმა გადაწყვიტა ამ ფორმით მთაწმინდაზე ამოსვლით, მის საფლავთან ფეხის მოყრით აღგვენიშნა ეს თარიღი, რადგან აკაკი წერეთელი ილია ჭავჭავაძესთან ერთად, არის ის ფენომენი, რომელმაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქართველი ერის გამოღვიძება. ჩვენ გვინდა ამ ნაბიჯით სრულიად სააქართველოს შევახსენოთ, რომ ქართველია დიდი პასუხისმგებლობაა,“ - განაცხადა დაოშვილმა.
როგორც პოეტი თემურ ჩალაღაშვილი აცხადებს, აკაკი წერეთლისთვის წმინდანობის მინიჭება იქნება ქართველი ერის სიყვარულის გამოხატულება.