რატი იონათამიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე - ეს არის ცალკეული ინიციატივა და ტოლობის ნიშნის გავლება ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის, არასწორია

ეს არის ცალკეული ინიციატივა და მე ვფიქრობ, რომ ტოლობის ნიშნის გავლება ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის, არასწორია, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოს ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.

რატი იონათამიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მხარდამჭერ უკანასკნელ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ თავად ამერიკელი პარტნიორების განცხადებებით დასტურდება, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება და განმტკიცება.

„მე მინდა შეგახსენოთ ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუნდაც „ღია ცის“ ხელშეკრულების დატოვების საფუძველი ამერიკის მხრიდან, რომელიც იყო ის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის უმნიშვნელოვანესი აღიარება ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორის. სულ ცოტა ხნის წინ, ასევე, ჩვენ ვნახეთ და ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველად, როდესაც ორპარტიული მხარდაჭერა იყო ორივე პალატის მიერ. ასე რომ, მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა გრძელდება, რასაკვირველია, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღითი დღე, რასაც ჩვენი ზუსტად ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ხდება კიდევ უფრო ძლიერი და მტკიცე,“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია