ამირან გამყრელიძე - საქართველო "სოლიდარობის კვლევაში" ჩართულია, წამლების უმეტესობა შემოტანილია და უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს

საქართველო ჩართულია "სოლიდარობის კვლევაში", მაგრამ კვლევა ჯერ არ დაწყებულა , - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, ჩაერთო თუ არა საქართველო სოლიდარობის კვლევაში.

გამყრელიძის თქმით, კვლევა საქართველოში უახლოეს ხანებში უნდა დაიწყოს და მას კოორდინაციას ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო და კლინიკის ტექნიკური ჯგუფი გაუწევს.

„ეს არის კლინიკური კვლევა, რომელიც არის მულტიცენტრული და მსოფლიოს ათეული ცენტრი მონაწილეობს. დიახ, საქართველო ჩართულია "სოლიდარობის კვლევაში", მაგრამ კვლევა ჯერ არ დაწყებულა, მოგეხსენებათ 4 წამლის სხვადასხვა კომბინაციაში გამოყენებაზე არის საუბარი, აქედან 2 წამალი ჯანმომ დაუშვა კვლევაში, შემდეგ ამოიღო. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო კვლევაში ჩართულია და ამ კვლევის ერთ-ერთი მონაწილეა. ამ წამლებიდან ქვეყანაში უმეტესობა შემოტანილია, ანუ დასტური იმისა, რომ ეს კლინიკური კვლევა საქართველოში ჩატარდება არის და ის უახლოეს ხანებში უნდა დაიწყოს. კოორდინირებას ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო და კლინიკის ტექნიკური ჯგუფი აწარმოებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ