შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძე - ვიჩხუბეთ და დაიკარგა ერთ-ერთი მათგანი - მაგ ბიჭისთვის თითი არ დაგვიდია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძე აცხადებს, რომ მას პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულის შესახებ ბარბაქაძემ დაკავებამდე მეგობარ გოგოს მიწერა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ მოპოვებული ჩანაწერიდან ირკვევა, თენგიზ ბარბაქაძე მის მეგობარს სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვაზე ესაუბრება და აღნიშნავს, რომ დაკავების ეშინია.

„20-21-ში კეტავენ წყალსაცავს და წყალი დაიკლებსო... ანი, შეიძლება დამიჭირონ, ვიჩხუბეთ და დაიკარგა ერთ-ერთი მათგანი... დამკითხეს, მთელი ღამე იქ ვიყავი, ტელეფონი წამართვეს... მირტყეს მაგრად. ასე არასდროს შემშინებია. არ მინდა, რამე ცუდი მოხდეს... მაგ ბიჭისთვის თითი არ დაგვიდია“, - წერს ბარბაქაძე.

მეგობრის კითხვაზე, თუ სად ცემეს ის, პოლიციაში, თუ ჩხუბის დროს, ბარბაქაძე პასუხობს: „ჩხუბის დროსაც, მაგრამ განყოფილებაში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა