მეწარმე დევნილებისა და ეკომიგრანტების მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

“მეწარმე დევნილები და ეკომიგრანტები მათი საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად 4000-7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 20 მეწარმე მიიღებს, რომლებიც საკუთარ საწარმოებში მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ. პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას მარნეულის, თეთრიწყაროს, ვანის, ზესტაფონის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ეწევიან.

„ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამა“ სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Action Against Hunger“ მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ბიზნეს გეგმების მიღება 6 ივლისიდან დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ბიზნეს გეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27. ბიზნეს გეგმისა და თანდართული დოკუმენტაციის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე - infoidp@moh.gov.ge .

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/ca96b “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ