ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში არ მივა და სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში არ მივა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, გვარამია სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს.

გვარამია კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.

"გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ", - აცხადებენ შსს-ში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს