ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეიდან, ასპინძის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

ახალი შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო-რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერ როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დრომდე, ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა.

უწყების ცნობით, რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უკვე 23 ახალი ადმინისტრაციული შენობაა გახსნილი და ამჟამად კიდევ 30 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა