საქართველოში ჩეხეთის ელჩი - საქართველო დამსახურებულად განიხილება მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს შორის, როდესაც საქმე კოვიდ-19-თან ბრძოლას ეხება

ჩეხეთის ღვაწლი საქართველოში COVID-19-ის მონიტორინგის კუთხით ფასდაუდებელი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან, პეტრ მიკისკასთან, შეხვედრის დროს განაცხადა.

საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, თავის მხრივ ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას პანდემიის მოგვარებაში და აღნიშნა, რომ საქართველო "დამსახურებულად განიხილება მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს შორის, როდესაც საქმე კოვიდ 19-თან ბრძოლას ეხება."

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სექტორისა და ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის, „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ (Caritas Czech Republic in Georgia), წარმომადგენლები, რომელმაც ორი პროექტი წარადგინა: „გზა შინისაკენ“ - ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში” და „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში (II ფაზა) ”, რომელიც ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის მიერ 2 მილიონ ევროზე მეტითაა დაფინანსებული.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა