მეუფე იაკობის განცხადებით, მსოფლიოში პირბადეების დიდი ბიზნესია

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებით, მსოფლიოში პირბადეების დიდი ბიზნესია.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, ერი ღირსეულად მოიქცა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის დროს ტაძარში დადიოდა და ვირუსს არ შეუშინდა.

„ახლაც, ხომ ხედავთ რას აკეთებენ, თურმე პირბადეები უნდა გავიკეთოთ. ადრე, მხოლოდ წვეთოვანი გზით გადადიოდა და ახლა ჰაერწვეთოვანითაც გადადისო იმიტომ, რომ პირბადეების დიდი ბიზნესია მსოფლიოში, ასევე სხვადასხვა რაღაცებში. თუ შეხედავთ, გადაირია მსოფლიო“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს ქართველმა ხალხმა ეკლესიაში სიარულით შიში დაძლია. „ჩვენმა ეკლესიამ, პირველ რიგში, ჩვენმა პატრიარქმა ღირსეულად დაგვიცვა თუ არა? გიჩვენათ თუ არა მაგალითი? რომელი დაზიანდით? ნუთუ რომელიმეს, ვინც გეუბნებოდათ, არ მიხვიდეთო, ჩვენზე მეტად უყვარს ჩვენი ერი, ჩვენი ადამიანები?! მეტსაც გეტყვით, ღმერთისგან ვიცოდით, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავით, თუ არ მოვიქცეოდით, ბევრ რამეს დავკარგავდით. როგორც გვაქვს დაკარგული ოშკი, ბედია, სხვადასხვა რაღაცები. საერთოდ, უარესებს დავკარგავდით. მადლობა ღმერთს. მთელმა ერმა, მთავრობამაც, ოპოზიციამაც და რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა, ღირსეულად ჩააბარა ეს გამოცდა. თუ შეგვეშინდა, გადავლახეთ, აღარ გვეშინია, არც შეგვეშინდება, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა. ყოველთვის მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
„აჩუქე სიყვარულით“ - სილქნეტის 1+1 შეთავაზება 8 მარტს!