შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, 30 აუზიდან კი - 17-მა დააკმაყოფილა

10 ივლისის მდგომარეობით, შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა დააკმაყოფილა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ჯამში 10 ივლისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 42 ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნების და აბანოების საქმიანობები და 105 სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) ცენტრი.

„აქედან შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდა 64 სპორტულ-გამაჯანსაღებელი(ფიტნეს) ცენტრი, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 25; ვერ აკმაყოფილებს 11; ხოლო არ იყო მზად 21; ამასთან, სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 7, რადგან არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა შემოწმების გასავლელად.

ამასთან, შემოწმდა 30 ღია/დახურული აუზი, საუნა და აბანო, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 17; ვერ აკმაყოფილებს 6; არ იყო მზად 2; სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 5 (არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სპორტულმა დარბაზებმა და აუზებმა საქმიანობის განახლებისთვის შრომის ინსპექციის მხრიდან შემოწმება უნდა გაიარონ და მათი გახსნა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.

იხილეთ ვიდეო: შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, 30 აუზიდან კი - 17-მა დააკმაყოფილა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია