“ბილაინის” აპლიკაცია MyBeeline-ის აქტივაციისა და ბალანსის შევსებისას მომხმარებელი საჩუქრად ინტერნეტს იღებს

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი “ბილაინის” მომხმარებელს MyBeeline აპლიკაციით სარგებლობისას შესაძლებლობა აქვს საჩუქრად ინტერნეტი მიიღოს.

„ბილაინის“ ინფორმაციით, მომხმარებელი რომელიც 31 აგვისტომდე ჩამოტვირთავს და გაიაქტიურებს აპლიკაციას, მიიღებს რეგისტრაციის ბონუსს 1GB მოცულობით, ხოლო აპლიკაციის მეშვეობით ბალანსის ნებისმიერი თანხით შევსებისას ბონუსს 500MB.

„MyBeeline აპლიკაცია, ეს არის „ბილაინის“ სრული ოფისი მომხმარებლის ტელეფონში, რომელიც აბონენტს შესაძლებლობას აძლევს მარტივად შეასრულოს ოპერაციები ნებისმიერ დროს და აწარმოოს საკუთარი ხარჯების დეტალური კონტროლი. MyBeeline-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი, მომსახურებების სტატუსი და ხარჯები; ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეინახოს საბანკო ბარათის მონაცემები და აწარმოოს ავტომატური გადახდები. „ბილაინის“ მობილური აპლიკაცია MyBeeline ჩამოტვირთვის რაოდენობით ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა,“-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

MyBeeline-ის ჩამოსატვირთათ ეწვიეთ: https://www.beeline.ge/applications/

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში