სოფო კილაძე - მთავრობას გარკვეული უფლებამოსილებები უნდა მივანიჭოთ, რათა ქვეყანაში სიტუაცია არ გაუარესდეს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობისთვის შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების უფლების მინიჭებამ დადებითი გავლენა იქონია ქვეყნაში არსებულ ეპიდიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, კილაძე მიიჩნევს, რომ რადგან პანდემია არსად წასულა, პარლამენტმა ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადადგას. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში ცვლილებებიც.

"ჩვენ მივანიჭეთ მთავრობას გარკვეული უფლებამოსილებები იმისთვის, რომ ერთი მხრივ, შეგვენარჩუნებინა ის ვითარება, რაც პანდემიის კუთხით ქვეყანაში გვქონდა , რომ ეს ვირუსი არ გავრცელდეს ისე, როგორც ამას ვხედავთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენ მთავრობისთვის ამ უფლებამოსილების გადაცემის გადაწყვეტილება გარკვეული ვადით მივიღეთ. ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი და ამან გაამართლა. თუმცა, პანდემია არსად წასულა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მძლავრად არის წარმოდგენილი. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, მივანიჭოთ მთავრობას გარკვეული უფლებამოსილებები იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არ გაუარესდეს. რა თქმა უნდა, არავის გვიხარია ჩვენი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება , თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსი უკონტროლოდ არ გავრცელდეს, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, ეს კანონპროექტი მხოლოდ ამას ემსახურება. მე მესმის, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის შეიძლება გასახარიც კი იყოს, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სიტუაცია გაუარესდება, მაგრამ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც აქვს დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგბელობას ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ,"- განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების უფლება 2020 წლის ბოლომდე შეიძლება გაუხანგრძლივდეს.

ცნობისთვის, ამჟამად მოქმედი რედაქციით, მთავრობას შეზღუდვების გატარების უფლება 2020 წლის 15 ივლისამდე აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა