„ბიბლუსის“ კიდევ ერთი მაღაზია ბაგებში გაიხსნა

წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. რიგით 64–ე მაღაზია ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე #29–ში მდებაროებს და მომხმარებლებს დილის 10:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურება.

„ბიბლუსი“, რომელიც საქართველოში უკვე იქცა წიგნიერებების გამავრცელებელ ადგილად, მომხმარებლებს ტრადიციულად ქართული, ნათარგმნი თუ უცხოური ლიტერატურის პარალელურად, შესთავაზებს საკანცელარიო ნივთებსა და სხვასხვა სახის სუვენირებს.

„ბიბლუსში“ განმარტავენ, რომ მათთვის მომხმარებლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და ახალი ფილიალის გახსნაც და მისი მდებარეობის შერჩევაც სწორედ საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა.

„წიგნზე ხელმისაწდვომობის ზრდა ჩვენი მთავარი მიზანია. ვცდილობთ, წიგნის მაღაზია გავხსნათ ყველგან, სადაც არაა და სადაც ამას მომხმარებელი ითხოვს. წიგნის თარო კი ჩვენთან მუდმივად მრავალფეროვანი წიგნებითაა შევსებული. მხატვრული, საბავშვო, სამეცნიერი, პროფესიული, უცხოური – ნებისმიერი ლიტერატურული გემოვნების მქონე ადამიანი შეარჩევს ჩვენთან სასურველ გამოცემას,“ – აცხადებენ „ბიბლუსში“.

რამდენიმე წლის წინ კი „ბიბლუსმა შეძლო და მაღაზიასთან თინეიჯერი მკითხველების რიგი დააყენა. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდნად მნიშვნელოვანია წიგნის როგორც ფინანსური, ისე ფიზიკური ხელმისაწვდომობის არსებობა.

ამ დროისთვის „ბიბლუსი“ საქართველოში წიგნის ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელია, რომლის ისტორიაც 2 ათეული წლის წინ ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო. იოსებიძის ქუჩაზე პირველი მაღაზია ისევ არსებობს და ისე დღემდე მომხმარებლებისთვის საყვარელი ადგილია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა