ადვოკატი დეპუტატ კობა კობალაძის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის "ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძის ადვოკატი, ირაკლი გაბრიჭიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე დააყენა. გაბრიჭიძის განცხადებით, კობალაძე კეთილსინდისიერია.

"სწავლობს, მუშაობს, კეთილსინდისიერია, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, სიგარეტსაც კი არ ეწევა. აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების არცერთი საფუძველი არ არის", - განაცხადა გაბრიჭიძემ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ენდელაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ენდელაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დავით კობალაძესთან ერთად ბრალდება კიდევ 5 პირს წაუყენა. უწყების ცნობით, გიორგი ენდელაძეს 6 პირი შურისძიების მოტივით დაესხა თავს, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა