ირაკლი ანთაძე - არსებული ინფორმაციის თანახმად, ზაზა გახელაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ზაზა გახელაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, - ამის შესახებ სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, ოჯახს ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია მიაწოდეს.

“დღეს ჩვენ გახლდით უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია გაზიარებულ იქნა ცხელი ხაზით. არსებული ინფორმაციის თანახმად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ამჟამად იგი იმყოფება ცხინვალის ერთ-ერთ საავადმყოფოში. 11 ივლისის შემდეგ, ცხელი ხაზი გააქტიურდა 11-ჯერ, ხდება რეალურ დროში ინფორმაციის გაზიარება როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის. ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო მეგობრობის კონსოლიდირებული პოზიციის ფორმირების მიზნით, ამაზე მეტყველებს უკვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული განცხადება და ასევე, აშშ-ის საელჩოს გამოხმაურება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტზე”, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა