მამუკა მდინარაძე სააკაშვილის განცხადებაზე - ადამიანის გარდაცვალებით პარტიებმა არ უნდა ისარგებლონ!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მის ხუმრობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ყავის მომდუღებლად დაასაქმეს, "ერთი ამბავი ატეხეს", თუმცა, ახლა სააკაშვილმა თავად დაადასტურა, რომ სტატუსი არ აქვს და უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი არ არის.

ამით მდინარაძე გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შაქარაშვილის საქმეს პარტიული მიზნებით იყენებენ, რაც დაუშვებელია.

"ძალიან სამწუხაროა, რომ უდიდესი ტრაგედია, რომელიც არის ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება და რომელზეც უკვე მკვლელობის მუხლითაც მიდის გამოძიება, მაშველ რგოლად მიიჩნიეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მათმა ტელევიზიებმა, რაც ამორალურია. რეალურად, გამოძიების ერთადერთი ინტერესია, რომ ამ საქმეზე დადგეს დეტალური, ამომწურავი სიმართლე. სხვა ინტერესი გამოძიებას არ აქვს და ნაცვლად იმისა, რომ გამოძიებას დავაცადოთ და თითოეულ ჩვენებას არ მივცეთ ინტერპრეტაცია, ვხედავთ პარალელურ გამოძიებას, ინტერპრეტირებულს, ძალიან ცუდად გადაცემულს საზოგადოებისთვის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს პიარულ პარტიულ მიზნებს. ადამიანის გარდაცვალებით პარტიებმა არ უნდა ისარგებლონ! ამაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ ამ ქვეყანაში, რომ პარტიული მიზნები არ შეიძლება აეწყოს და დაეფუძნოს ახალგაზრდა კაცის უდიდეს ტრაგედიას. ამას ვეხვეწებით ამ დღეების განმავლობაში პარტიულ ტელევიზიებს, რომ ნუ გამოიყენებთ პარტიული მიზნებისთვის და ხელისუფლების დაზიანებისთვის საქმეს, რომელიც 19 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხება.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, როცა თავის დროზე ვიხუმრე, რომ ეს ადამიანი ვიცე- პრემიერად აღარ დაინიშნა და მადლობას ვუხდით უკრაინელ კოლეგებს და ვამბობდით, რომ ეს ადამიანი ყავის მომდუღებლად თუ დაინიშნა, რა ვუყოთ-მეთქი, ერთი ამბავი ატეხეს. გუშინ თვითონ დაადასტურა ამ კაცმა - „არ ვარ ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინის, სტატუსი არ მაქვს და რასაც მინდა, იმას ვიტყვი“-ო. ამას თვითონ ადასტურებს და მაშინ იყო მთელი პიარ-კამპანია როგორი ყავის მომდუღებელია, სტატუსი აქვს და ა.შ.”, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ჩაფარცხვაში ყველა ჩართულია. აღნიშნულის შესახებ მან ახალგაზრდებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.

"ინტერფაქს-უკრაინას“ ცნობით კი, სააკაშვილი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას „პრორუსულს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ მისი ცვლილება უკრაინისთვის მომგებიანი იქნება. თუმცა, დასძენს, რომ ეს მისი პირადი აზრია.

“მე არ გამოვხატავ არც პრეზიდენტის და არც სხვათა აზრს ამასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ უკრაინის ოფიციალური სახელმწიფო მოხელე”, - აცხადებს სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა