მარიამ ჯაში - სამწუხაროა, რომ პირადი წყენის გამო მირიან ნიკოლაძის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა პოლიტიკური ელფერი მიიღო

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, უმძიმესი ტრაგედიებით პოლიტიკური მანიპულირების ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია და მორალურად გაუმართლებელი, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან შაქარაშვილის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, განცხადებები, რომელიც შაქარაშვილის საქმის ადგოკატის და გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის მისამართით ჟღერდება მიუღებელია და მან პოლიტიკური ელფერი მიიღო.

"მოგეხსენებათ, მირიან ნიკოლაძე არის ჩვენი პოლიტილური პარტიის წევრი. 7 ივნისს ჩვენ ერთად დავაფუძნეთ პარტია. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე დღეში მოხდა ტრაგედია და მირიანი არის არა მხოლოდ საქმის ადვოკატი, არამედ გიორგის ბიძა. ის განცხადებები, რომელიც ჟღერდება შაქარაშვილების ოჯახის, განსაკუთრებით, მირიანის მისამართით, არის აბსოლუტურად მიუღებელი. მირიანი როგორც საქმის ადვოკატი , აბსოლუტურად თანმიმდევრულად მიყვება სისხლის სამართლებრივი საქმის დეტალებს. თუკი, ოჯახი ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩვენი პოლიტუკური გუნდი ჩაერთოს აღნიშნულ საკითხში და უფრო მეტად დააკვირდეს საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, მზად ვართ. თუმცა, ოჯახის თხოვნის გარეშე, აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურად აქტიურად ვიყოთ ჩართულები. სამწუხაროა, რომ პირადი წყენის, პირადი დაპირისპირების გამო მირიან ნიკოლაძის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა მიიღო პოლიტიკური ელფერი,"- განაცხადა ჯაშმა.

ცნობისათვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ჩაფარცხვაში ყველა ჩართულია. აღნიშნულის შესახევ მან ახალგაზრდებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა. "ბიძაა, თუ ვიღაც, ვინც არის იქ, ჩვეულებრივად მოისყიდეს, როგორც ჩანს. ჩვეულებრივად ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია იმ „კაწროსთან“, რომელიც ბერას ძალიან ახლობელია,"- განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მარიამ ჯაშის თქმით, განცხადებებმა, რომელიც შაქარაშვილის საქმის ადგოკატის და გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის მისამართით ჟღერდება, პოლიტიკური სახე მიიღო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა