31 ივლისს HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით და პსპ დაზღვევის მხარდაჭერით, 31 ივლისს, შატო მუხრანში, ღია ცის ქვეშ, წლის მთავარი HR მოვლენა „HR ბიზნეს სამიტი 2020“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მხოლოდ ერთი დღე, ყველა HR მენეჯერი, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი და სფეროსთან დაკავშირებული კომპანია ერთ სივრცეში შეხვდება ერთმანეთს.

„დაესწარი ღონისძიებას და აღმოაჩინე: 11 სპიკერი, ვორქშოფები, ყველაზე განსხვავებული ფორმატის პანელ დისკუსია, ნეთვორქინგ აქტივობები, შეხვედრების ოთახი, განტვირთვისა და შემოქმედებითი სივრცეები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესის მიხედვით გადაწყვიტონ, რომელ ვორქშოფსა თუ ნეთვორქინგ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

რატომ უნდა დაესწროთ ღონისძიებას?

• იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში;

• აღმოაჩენთ საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკას, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში;

• მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებსა და ნეთვორქინგ აქტივობებში;

• გაეცნობით მიმდინარე სიახლეებს;

• შეხვდებით ყველა კოლეგას ერთ სივრცეში;

• გაიცნობთ და გაეცნობით ადამიანებს თქვენი სფეროდან.

რაც ყველაზე მთავარია, თქვენ მოისმენთ რეალურ ქეისებს, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებთ. წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა ცვლილებები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სპიკერები იქნებიან:

1. ნინო ნიაური – პსპ დაზღვევის მოწვეული სპიკერი, ვან ფოინთის თანადამფუძნებელი – ცვლილებების მოტივატორი

2. ნინო ფეიქრიშვილი – HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, “ნიკორა სუპერმარკეტის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ყველაფერი შესავლით იწყება

3. მედეა ტაბატაძე – საკონსულტაციო კომპანია ინსორსის მენეჯერი – ჰიბრიდული მენეჯმენტი ახალი რეალობისთვის

4. თეონა ბაღათურია – HRM და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი – მუმუ ვარ თუ HR?!

5. საშა კაცმანი – ბიზნეს კონსულტანტი Katsman & Friends დამფუძნებელი – ცვლილებების ეტაპები და მათი გამოწვევები;

6. ლევან კირვალიძე – ოპპას გენერალური დირექტორი – გაბედე

7. ირმა ოქროპირიძე – HR ექსპერტი – HR-ის როლი კრიზისში

8. ანჯეი მალინოვსკი – ბილაინის გენერალური დირექტორი – Change leadership

9. ია ბერსენაძე – საჯარო გამოსვლების, სტრესის მართვის და თვითპოზიციონირების ტრენერი – სტრესი, როგორც წარმატების მთავარი ფაქტორი

10. მაგდა ელისაშვილი – Grant Thornton Georgia – ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილების დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი – “ანტიკრიზისული ვაქცინები” თქვენი გუნდის წარმატებისთვის გრანთ თორნთონისგან

11. ლელა კვარაცხელია – GWP-ის ადამიანური კაპიტალის დაგეგმვის შერჩევისა და დაქირავების სამსახურის უფროსი – სიძნელეებს შორის ნაპოვნი შესაძლებლობები

დისკუსია კი შედგება თემაზე: ,,გააზიარე შენი სათქმელი სამიტზე!“

„წელს პანელ დისკუსია განსხვავებული ფორმატით წარიმართება. ნებისმიერ თქვენგანს შესაძლებლობა ექნება გახდეს პანელის მონაწილე. ასე რომ, იფიქრეთ, რას ეტყოდით აუდიტორიას პანელის მონაწილე რომ იყოთ?! დეტალებს ადგილზე შეიტყობთ “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვორქშოპებს გამართავენ შემდეგი კომპანიები:

1. პალიტრა მედია ჰოლდინგი – Networking Room

2. ნიკორა სუპერმარკეტი – Meeting Room

3. Talent Flow – მუღამი ცვლილებებში ანუ #შე[ნ]ცვალე

4. პაპუნა ბარათაშვილი – ქოუჩი ACC – ქოუჩინგის გამოყენების პრაქტიკა ცვლილებების მართვისას

5. გრიგოლ სიდამონიძე – PKF Kaizen-ის პარტნიორი- ფორსმაჟორი და შრომითი ურთიერთობა

6. ირინა დუმბაძე – სტრატეგიული მარკეტინგის, ბრენდინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი, Personist-ის თანადამფუძნებელი – პერსონალური ბრენდინგი

7. 4media – რჩევები კარიერული გვერდის სამართავად

კომპანიის ინფორმაციით, აქტივობებზე რეგისტრაცია მოხდება ადგილზე.

„ICF საქართველოს 12 წევრი სამიტის მონაწილეებს ქოუჩინგის კუთხეში უმასპინძლებს, სადაც დელეგატებს შეეძლებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ქოუჩინგთან დაკავშირებულ კითხვებზე და მონაწილეობა მიიღონ დემოსესიებში, რომლის დროსაც საკუთარ თავზე გამოცდიან ქოუჩინგის ძალას. დემოსესიებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა: რეგისტრაცია.

HR ბიზნეს სამიტზე, ულამაზეს ღია სივრცეში ბევრი სიურპრიზი გელოდებათ. Rem Bow Events იზრუნებს თქვენს განწყობაზე და განტვირთვის კუთხეში სასიამოვნო და ფერად გარემოს შეგიქმნით, ხოლო Artubani შემოქმედებით კუთხეს მოაწყობს და ადგილზე შეგეძლებათ საინტერესო სახელოვნებო აქტივობებით დაკავდეთ.

ღონისძიების ბოლოს, ჩატარდება Hotsale–ის გრანდიოზული გათამაშება, რომელშიც სამიტის ყველა დელეგატი მიიღებს მონაწილეობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბილეთის ღირებულება იქნება:

• 150 ლარი (Early Bird 23 ივლისამდე)

• 200 ლარი (23 ივლისიდან 25 ივლისამდე)

• 250 ლარი (25 ივლისიდან 28 ივლისამდე)

„თუ საკუთარი ტრანსპორტით ვერ ახერხებთ სამიტზე ჩამოსვლას, მოგვწერეთ (info@hrhub.ge) და თქვენს უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესი იზრუნებს.

HR hub Next-ის მენტორები და წევრები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.

კორპორატიული ბილეთების შესაძენად მოგვწერეთ: info@hrhub.ge

ღონისძიების წარმდგენია: პსპ დაზღვევა – PSP Insurance

ვერცხლის სპონსორები: პალიტრა მედია ჰოლდინგი Grant Thornton Georgia King David KD4US Rem•Bow Events ნიკორა სუპერმარკეტი

მხარდამჭერები: ბლაუენშტაინ საქართველო, საკონდიტრო მადარტი, მეამა, www.artubani.ge BIA • ბია Talent Flow ICF საქართველო

გათამაშების წარმდგენია: Hotsale.ge

მედია მხარდამჭერები: „ბიზნესპარტნიორი“, „ბიზნეს ფორმულა“ , InterPressNews.ge, "bpn.ge - ბიზნესპრესნიუსი“, "ambebi.ge • ამბები.ge“ , palitravideo.ge , „რადიო იმედი“, „რადიო პოზიტივი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა