საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ბარსელონადან სპეცრეისი შესრულდება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მაივეი ეარლაინსიდან“ აცნობეს, სარეპატრიაციო რეისით, სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

თვითმფრინავი ესპანეთის მიმართულებით დღის 11:55 საათზე გაფრინდება.

ფრენას, ქართული ავიაკომპანია ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 22:25 საათზე დაბრუნდება.

საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინსი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 17 ივლისს რომის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა