ჯო ბაიდენი - საქმე იმდენად ცუდადაა, რომ ტრამპმაც კი გადაწყვიტა პირბადე ატაროს

საქმე იმდენად ცუდადაა, რომ დონალდ ტრამპმაც კი გადაწყვიტა პირბადე ატაროს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მან ტრამპი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მოსახლების ჯანმრთელობასა და ეკონომიკის დაცვას შორის ყალბი არჩევანი გააკეთა.

„თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კრიზისს, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ეკონომიკურ კრიზისს ან უმუშევრად დარჩენილ თითქმის 18 მილიონ ამერიკელს. აკეთეთ თქვენი საქმე პრეზიდენტო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დელავერში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

იხილეთ ვიდეო: ჯო ბაიდენი - საქმე იმდენად ცუდადაა, რომ დონალდ ტრამპმაც კი გადაწყვიტა პირპადე ატაროს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა