ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გასულ წელთან შედარებით 17.8%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.8%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2% მოდიოდა.

2020 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივნისის (17.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია“,- აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა