ბიზნესის განვითარების პერსპექტივებსა და კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობებზე შეხვედრა გაიმართება

16 ივლისს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, გაიმართება დიალოგი ბიზნესთან - “ბიზნესის განვითარების პერსპექტივები და კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობები”. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ასევე საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე განიხილავენ ბიზნესის მხარდაჭერისათვის საქართველოს მთავრობის განახლებული პროგრამებს, „კოვიდ 19“-ის გავრცელების გამო ბიზნესის ახალი გამოწვევებს, ზარალის მინიმიზაციისა და ეკონომიკის აღდგენისათვის საჭირო აქტივობებსა და დამატებით ღონისძიებებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს და ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა