დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის მენეჯერი შეცვალა

დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის მენეჯერად ბრედ პარსკეილის ნაცვლად მისი მოადგილე ბილ სტეპენი დანიშნა. დონალდ ტრამპის განცხადებით, პარსკეილი ციფრულ და მონაცემთა სტრატეგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებაში დამსახურება როგორც პარსკეილს, ასევე სტეპენს მიუძღვის. დონალდ ტრამპის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მეორე ვადითაც აირჩევენ.

”ეს ძალიან ადვილი უნდა იყოს, რადგან ჩვენი რეიტინგი სწრაფად იზრდება, ეკონომიკა უმჯობესდება, ვაქცინები მალე გვექნება, ამერიკელებს კი სურთ უსაფრთხო ქუჩები და საზოგადოება,” - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა