ნინო ცაციაშვილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ვაჰაგ მურადიანთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამართლებრივი და ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ გამართული ტრენინგის გახსნას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვნების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმის გაუმჯობესების და ამ მიმართულებით სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„ნინო ცაციაშვილმა ევროპის საბჭოს აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ტრენინგის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მზაობას გამოთქვამს მხარდაჭერის და გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სწავლებების გაგრძელების შესახებ.

აღნიშნული ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის - "არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა" - ფარგლებში იმართება.

ტრენინგ-მოდული ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სასწავლო მასალას და დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ასპექტებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გამომძიებელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა