სახელმწიფო ინსპექტორი - ლუკა სირაძის საქმეზე რამდენიმე სამართალდამცველის მხრიდან დისციპლინური დარღვევა გამოვლინდა, რაზეც ინფორმაცია შსს-ს გადავეცით

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რამდენიმე სამართალდამცველის მხრიდან დისციპლინური დარღვევა გამოავლინა.

როგორც თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

“გამოძიება დავიწყეთ დაუყოვნებლივ და ჩავატარეთ ასეულობით საგამოძიებო მოქმედება იმისათვის, რომ დაგვედგინა სიმართლე, ჭეშმარიტება. მტკიცებულებების საფუძველზე, ვის მიმართაც შეიკრიბა მტკიცებულებები და საკმარისი იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, პროკურატურამ ეს დაიწყო. ამის პარალელურად დავინახეთ სხვა პოლიციელთა ქმედებებში დისციპლინური დარღვევები, მივმართეთ შსს-ს წინადადებით, განეხილა მათი საკითხი. ამ საკითხზე განმარტებას გააკეთებს ალბათ, შსს”, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით გასული წლის დეკემბერში, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს