სერგი კაპანაძემ რომან კაკულიას „კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარე“ უწოდა

რომან კაკულიას, რომელიც ყველაფერზე ხელისმომწერად ჩამოყალიბდა, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებების სწრაფად მიღების ამოცანა აქვს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინვესტიციები შემცირდება და კონტროლს სახელმწიფო მოიპოვებს.

ამასთან, კაპანაძემ რომან კაკულიას „კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარე“ უწოდა.

"ამ კანონში იმდენი პრობლემაა ჩადებული, რომ მისი გასწორება რაღაც მუხლების რედაქტირების გზით, წარმოუდგენელია. მთავარი პრობლემა რჩება ის, რომ კომუნიკაციების კომისია იღებს ფუნქციას, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ კომპანიაში სხვადასხვა მიზეზით შეიყვანოს დროებითი მმართველი და იქ ეს მმართველი უვადოდ დატოვოს. რაც მთავარია, ამას აკეთებს სასამართლო კონტროლის გარეშე. ასეთი მექანიზმი კიდეც რომ იყოს საჭირი, თეორიულად რომ დავუშვათ, მაშინ ეს ნორმალურ ქვეყანაში ხდება შემდეგნაირად: მარეგულირებელი მიდის სასამართლოში და მან უნდა მისცეს დროებითი მმართველის შეყვანის უფლება. აქ პირიქით ხდება, კომისიას თვითონ შეჰყავს. რა თქმა უნდა, ჩვენთან სასამართლოსაც არავინ არ ენდობა, მაგრამ ყველანაირი კონტროლის და მექანიზმების გარეშე მარეგულირებელი იღებს ფუნქციას, შევიდეს ნებისმიერ კომპანიაში. ამიტომ ამ კანონპროექტის შინაარსობრივად დახვეწა შეუძლებელია. კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ყველაფერზე ხელისმომწერად ჩამოყალიბდა, ამ კანონპროექტის სწრაფად მიღების ამოცანა აქვს. ამას შედეგი ექნება ერთადერთი: ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შემცირდება ინვესტიციები, კომპანიები დაზარალდებიან და სახელმწიფო მოიპოვებს კონტროლს. ამას აკეთებს ახლა სწრაფი წესით ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხელს უწერს არამხოლოდ მისი ყურმოჭრილი კომუნიკაციების კომისია, არამედ კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარეც," - განაცხადა კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო:"კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარე" - რას ამბობს სერგი კაპანაძე რომან კაკულიაზე მას შემდეგ, რაც კანონპროექტის განხილვა დაძაბულობის ფონზე წარიმართა

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს