ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი - მთავრობა მუდმივი დიალოგის და ბიზნესის თხოვნის გათვალისწინების რეჟიმში უნდა იყოს

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში, მთავრობა მუდმივი დიალოგის და ბიზნესის თხოვნის გათვალისწინების რეჟიმში უნდა იყოს.

როგორც ზვიად ჭუმბურიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იქმნება დიალოგის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაცია მოხდება.

"ჩვენი ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისულ ვითარებაში იმყოფება. ეს ვითარება ნამდვილად არ გამოსწორდება მომდევნო 5-6 თვეში. ვფიქრობ, ზამთარში კიდევ უფრო მეტი პრობლემა გაჩნდება, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ახალი ფორმატი, რომელსაც ჰქვია "დიალოგი ბიზნესთან". უპირველესად ესაა ბიზნესის შეხვედრა სამთავრობო სტრუქტურებთან. ამ რთულ ვითარებაში რა თქმა უნდა, საჭიროა ბიზნესის ხმის გათვალისწინება და მათი თხოვნების და წინადადებების გათვალისწინება. ნოემბრის დასაწყილში კიდევ ვგეგმავთ შეხვედრას და სანამ ეს საჭიროება იქნება, შეხვედრები გაგრძელდება. ვფიქრობ, დაუყოვნებლივ, უახლოეს პერიოდშია საჭირო და კრიზისიდან ეკონომიკის გამოყვანა შეუძლია ინოვაციურ რეფორმებს, რომელთა საშუალებითაც ბიზნესი შეძლებს შვება იგრძნოს. შეთავაზებები, ეს იქნება საგადასახადო კუთხით, ინვესტიციების მოზიდვისა თუ იგივე ტურიზმის სექტორის დახმარების კუთხით. ჯერჯერობით ეს საკმარისი ნამდვილად არაა, პრობლემები სახეზეა. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არ არის და ბევრი რამაა გასაკეთებელი და შესაბამისად, ბიზნესის ხმა აუცილებლად უნდა ესმოდეს ხელისუფლებას,“ - აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა