ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი - გარკვეულ მედიკამენტებზე შესაძლოა დეფიციტი შეიქმნას, ფასის მატება, სავარაუდოდ, 7-10% იქნება

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე აცხადებს, რომ მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება ფასების ზრდას გამოიწვევს და ამასთან, შესაძლოა რიგ მედიკამენტებზე დეფიციტიც შეიქმნას.

როგორც ლევან გოგიბერიძემ "ინტერპრესნიუსს" საკითხის კომენტორებისას განუცხადა, მართალია თავდაპირველად ინიცირებული კანონპროექტი გადაიხედა და 3-ჯერ აღარ გახანგრძლივდება რეგისტრაციის ვადა, თუმცა აღნიშნული ცვლილება წამლის ფასზე გარკვეულ ასახვას მაინც ჰპოვებს.

"გარკვეული კონსენსუსი მიღწეულია. მართალია, წამლის რეგისტრაციის ვადები გაიზარდა, მაგრამ არა ისე, როგორც თავიდან იყო განსაზღვრული.

რა თქმა უნდა, რეგისტრაციის პროცესის გახანგრძლივება, ბუნებრივია აისახება მედიკამენტების ფასებზე. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ წამალი ბიზნესი არაა, ამას ვერ გავექცევით. სავარაუდოდ, ფასის მატება საშუალოდ 7-10% იქნება. ჩვენი გათვლებით, გარკვეული მედიკამენტების მიმართულებით შესაძლოა დეფიციტიც შექმნას,"-აცხადებს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ცნობისათვის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7- დან 15 დღემდე იზრდება, თავდაპირველად კი ვადის 30 დღემდე გაზრდა განიხილებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა