ბრიუსელიდან დაბრუნებული დავით ზალკალიანი კარანტინში არ იმყოფება, ის დღეს მთავრობის სხდომას დაესწრო

ბრიუსელიდან დაბრუნებული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კარანტინში არ იმყოფება.

ზალკალიანი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომას ესწრებოდა.

მინისტრი ბრიუსელს ვიზიტით 2 დღის წინ სტუმრობდა და საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

ცნობისთვის, მთავრობას დღეს „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა შეკითხვით, გადის თუ არა უცხოეთიდან დაბრუნებული ზალკალიანი 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს და თუ არ გადის, რატომ სარგებლობს ის სხვა მოქალაქეებთან შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობით.

„თუ არ გაივლის ბატონი ზალკალიანი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს, მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება - რატომ არის გამონაკლისი ბატონი ზალკალიანი სხვა კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან მიმართებაში, მითუმეტეს, რომ იგი იმყოფებოდა „გაუმწვანებელ“ ქვეყანაში და რატომ უნდა გაიარონ კარანტინი იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ე.წ. გამწვანებულ ქვეყნებში და რომელთა მოქალაქეებსაც ამავე დროს კარანტინს არ ვთხოვთ“, - აღნიშნა კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა