თამარ ჩუგოშვილი - სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებთ, რომ საკუთარი მოქალაქეები გატაცებისგან დავიცვათ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დაცვას ვერ ახერხებს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ამ კუთხით უფრო მეტ ძალისხმევას უნდა მიმართავდეს, რათა მისი მოქალაქეები დაიცვას.

"ჩვენ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებთ იმას, რომ საკუთარი მოქალაქეები დავიცვათ გატაცებისგან და ახლა უკვე სამწუხაროდ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მსხვერპლიც გახდა ადამიანი, ამიტომ პრინციპში, ვერ ვახერხებთ, როგორც სახელმწიფო იმას, რომ ეფექტურად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების დაცვა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც რუსეთიდან მოდის. საქართველოს სჭირდება ის, რომ სადაო და საკამათო არ გახდეს ის, რაც სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო პერიოდში გვესმის, რომ ვინ არის მტერი და ვინ - მეგობარი, საზოგადოებაში ირევა უკვე ამის აღქმა და ამას სხვადასხვა გარემოებები განაპირობებს. ასევე, საქართველოს სჭირდება ის, რომ ძალიან აქტიური იყოს სხვადასხვა მცდელობები და საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურების კუთხით, რის გაკეთებაც ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება. ერთია განცხადებები, რასაც სახელმწიფო აკეთებს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია განცხადებების მიღმა საქმეს რას აკეთებ და როგორ ცდილობ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი დავიცვათ. ჩვენ ობიექტურად მძიმე მდგომარეობაში ვართ, ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია და დიდ მტერთან გვიწევს გამკლავება, მაგრამ ვფიქრობ, მეტი აქტიურობა და მეტის გაკეთებაც შესაძლებელია,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას სპექტაკლის მოწყობასა და პროვოკაციულ ქმედებებში ადანშაულებს. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირება ხაზს უსვამს „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების“ დროულად დაწყების აუცილებლობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა