„ამბოლის“ ონლაინ მაღაზიაში 4 საბურავის შეძენა 20 ლარიდანაა შესაძლებელი

ამბოლის ონლაინ მაღაზიაში მომხმარებლებს საბურავების შეძენა უპროცენტო განვადებით შეუძლიათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ამბოლიდან“აცნობეს, საზაფხულო აქციის პირობებით, 4 საბურავის შესაძენად თვეში მხოლოდ 20 ლარია საჭირო, ხოლო მიწოდება თბილისსა და რეგიონებში უფასოა.

მათივე ინფორმაციით, „ამბოლში“ განვადება შესაძლებელია ნებისმიერ შენაძენზე, რომლის ღირებულება ჯამურად 150 ლარზე მეტია.

„კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საავტომობილო პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, კონკურენტულ ფასებს და გადახდის მოქნილ სისტემას. „ამბოლში“ ხელმისაწვდომია საბურავები, აკუმულატორები, ზეთები, სამუხრუჭე ხუნდები, დისკოები, ავტომობილის მოვლის საშუალებები და სხვა აქსესუარები.

საქართველოში საავტომობილო პროდუქციის მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ფასები და შეძენის მარტივი პროცესი. სწორედ ამიტომ, კომპანია ცდილობს მაქსიმალურად მოერგოს ავტომფლობელების საჭიროებებს და ბაზარს გადახდის მოქნილ სისტემას სთავაზობს.

ამბოლის ონლაინ მაღაზია მომხმარებლებს აქტიურად სთავაზობს აქციებს და ავტომფლობელებისთვის სამომავლოდაც არაერთ საინტერესო შეთავაზებას გეგმავს. ეწვიეთ ამბოლის ონლაინ მაღაზიას Shop.amboli.ge შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი ავტომობილისთვის და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით“, - აცხადებენ „ამბოლში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა