შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი - საქმის ახალ მასალებში არანაირი მტკიცებულებები არ არის, რაც დაამტკიცებს რაიმე შემხებლობას გარდაცვლილთან

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, საქმის ახალ მასალებში არანაირი შესაძლო მტკიცებულებები არ არის, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფების შემხებლობას დაამტკიცებს გიორგი შაქარაშვილთან.

,,ჩვენ წერილობითი განცხადებით მივმართავთ საგამოძიებო ორგანოს, ვინაიდან, კონკრეტული პირები მოდიან საგამოძიებო ორგანოში, ჩვენებებს აძლევენ და ეს მასალებში ასახვას ვერ ჰპოვებს. გვაქვს ეჭვი, რომ ამ სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში 109-ე მუხლთან მიმართებაში იყოს ცალკე წარმოებად გამოძიება დაწყებული. თუ ეს ასეა, იმ დრომდე, ვიდრე ბრალდებულების სტატუსი არ ექნებათ, არც ექნებათ ვალდებულება, რომ დაცვის მხარეს გადასცენ შესაძლო მტკიცებულებები. საქმის ახალ მასალებში არანაირი შესაძლო მტკიცებულებები არ არის, რაც დაამტკიცებს რაიმე შემხებლობას გარდაცვლილთან”, - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა