შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, გამოკითხვაზე იმყოფება საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე. მას საგამოძიებო უწყებაში მისვლისას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია. იაკობ ბრეგვაძესთან ერთად შსს-ში მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა იმყოფება.

უკვე გამოიკითხა კიდევ ერთი მოწმე ლუკა ბეჟანიშვილი. მისი განცხადებით, გამოძიებას მასთან კითხვები არ ჰქონია და მხოლოდ სოციალური ქსელები შეუმოწმეს.

,,მესენჯერი” და ,,ინსტაგრამი” შემიმოწმეს, კითხვები არ ჰქონიათ. ვახტანგ ახვლედიანმა დამირეკა და მითხრა ნაცემი ვარო, ჩამოდი და წამიყვანეო. მე ჩავედი და ვუთხარი ჩვენ უბნელს, რომელიც „ტაქსისტია“ და ვთხოვე, რომ ჩამოეყვანა ვახო. ახვლედიანი იყო დამალული და არ იცოდა შაქარაშვილი გაუჩინარდა თუ არა,“ - განაცხადა ლუკა ბეჟანიშვილმა.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

იხილეთ ვიდეო: შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი