ამირან გამყრელიძე - ღამურებზე ლუგარში ბევრი კვლევა ტარდება, მაგრამ ნიმუშებს ჩვენი სპეციალური ჯგუფები ეძებენ და ხალხს არ ვეუბნებით, მოგვაწოდონ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში კვლევებისთვის საჭირო ღამურების დასაჭერად ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის გადასვლის შესახებ ოსური მედიის ინფორმაცია არის ტყუილი და დადგმული პროვოკაცია.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ლუგარის ლაბორატორის კვლევებისთვის საჭირო ნიმუშებს შესაბამისი თანამშრომლები თავად აგროვებენ.

„ლუგარის ლაბორატორიას თავად ჰყავს ჯგუფი, რომელიც დადის და აგროვებს ნიმუშებს კვლევებისთვის. ეს ინფორმაცია არის ჩვენი არამოსურნე მეზობლების მიერ ჩვეულებრივი ტყუილი, დადგმული პროვოკაცია. ლუგარის ლაბორატორიაში ღამურებზე ბევრი კვლევა ტარდება. ცოფს ვეძებთ ღამურებში, სხვა დაავადებას ვეძებთ, მათ შორის, სხვა ტიპის კორონავირუსებს ვეძებთ. ღამურები ერთ-ერთი გადამტანია სხვადასხვა დაავადების და ბევრი კვლევა ტარდება. ჩვენ ხალხს კი არ ვეუბნებით მოგვაწოდონ, სპეციალური ჯგუფებია ჩვენი ზოოენტემოლოგიური ჯგუფები, ვინც იკვლევენ და ეძებენ ამ ნიმუშებს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზეზად ღამურების მოძებნას და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა