მარკ ცუკერბერგი - აშშ-ის მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლაში ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა

აშშ-ის მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლაში ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა , - ამის შესახებ კომპანია Facebook-ის დამაარსებელმა და მილიარდერმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე ნათლად ჩანს, რომ აშშ-ში ტრაექტორია გაცილებით უარესია, ვიდრე უამრავ სხვა ქვეყანაში. ჩვენი მთავრობა და ეს ადმინისტრაცია ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

ამასთან, მან დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განსაკუთრებით გააკრიტიკა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის დისკრედიტაციისთვის.

„ვფიქრობ, რომ ეპიდემიის აფეთქების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს სათანადო ტესტირება, რომ ჩვენი საუკეთესო მეცნიერების სანდოობას ძირს უთხრიან, და რომ ბოლო დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა პირბადის ტარების აუცილებლობა“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია