ირაკლი მურცხვალაძე - საქართველო ევროზონაში უნდა შევიდეს, ლარის ნაცვლად ვალუტა ევრო უნდა იყოს

პარტია „პროგრესული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი მურცხვალაძის განაცხადებით, საქართველოს განვითარების კონკრეტული გეგმა შეიმუშავეს. მისივე თქმით, პარტიის გეგმა 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება.

,,შევიმუშავეთ საქართველოს განვითარების კონკრეტული გეგმა მკაფიო გზავნილებით და ქმედითი ნაბიჯებით. 1. უნდა გაკეთდეს ის რაც ყველამ იცის და ვერავინ ვერ ბედავს ამის ხმამაღლა თქმას პოლიტიკურ სივრცეში. საქართველო უნდა შევიდეს ევროზონაში, ლარის მაგივრად საქართველოში ვალუტა უნდა იყოს ევრო. 2. უნდა განხორციელდეს სახელმწიფო აქტივების განკერძოება, საქართველოში ქონების 80%-ზე მეტი არის მთავრობის მფლობელობაში. ამ აქტივების დიდი ნაწილი უნდა გადავიდეს კერძო მფლობელობაში. 3. ეს არის საჯარო ფინანსების გამჭირვალეობა. არ არსებობს ბუნებაში ისეთი რაღაც როგორიც არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის ხალხის ფული. საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი თუ რაში იხარჯება ხალხის ფული ბოლო თეთრამდე. ამ 3 კომპონენტის დაწყებით ჩვენ ბევრ სხვა რაღაცას მივაღწევთ. ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საფონდო ბირჟის განვითარების პერსპექტივა და შესაძლებლობა, რომ რეგიონისთვის გავხდეთ საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა. არ არის აუცილებელი სახელმწიფო იყოს ევროკავშირის წევრი, რომ ამავდროულად იყოს ევროზონის წევრი. ეს მოთხოვნები რომ დავაკმაყოფილოთ უკვე უნდა დავიწყოთ მუშაობა ამასთან მიმართებაში, დღეს ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროზონაში შევიდეს,“ - აღნიშნა ირაკლი მურცხვალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია