მეუფე ნიკოლოზი - ლუკა სირაძეს წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მაშინ დღეიდან სხვანაირად უნდა მოვიქცეთ

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ბოლო პერიოდში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განახლდა მსჯელობა, სადაც დარწმუნებით არის საუბარი, რომ შემთხვევა თვითმკვლელობას უკავშირდებოდა. მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, თავის დროზე ეკლესია დარწმუნდა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შემთხვევითობა, ამიტომ 15 წლის ლუკა სირაძეს წესი აუგო.

„ოჯახის წევრებმა ეკლესიას მომართეს. რა თქმა უნდა, იყო მსჯელობა, განხილვა ამ საკითხის, შეიძლებოდა თუ არა ლუკა სირაძისთვის წესის აგება. თუ ეს ნამდვილად მტკიცდება, რომ თვითმკვლელობაა, მაშინ წესის აგება არ შეიძლება. ეს არის საეკლესიო წესი. არ შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ლუკასთვის ეს იქნებოდა ცუდი. ჩვენ დავრწმუნდით მაშინ, ოჯახის წევრებმა დიდი როლი შეასრულეს, მაგრამ გარდა ოჯახის წევრებისა, ჩვენ კარგად გავერკვიეთ სიტუაციაში და დავრწმუნდით, რომ ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო შემთხვევითობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვილოცოთ მისთვის, შეგვიძლია, რომ წესი ავუგოთ, გავაგრძელოთ ლოცვა. ამ განცხადების გაკეთება გახდა საჭირო იმიტომ, რომ ახლა განახლდა საუბარი და ამ განახლებულ საუბარში აბსოლუტურად დარწმუნებით არის საუბარი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. თუ ამ 7 თვის განმავლობაში გამოჩნდა რაიმე ახალი გარემოებები, რაც ჩვენ არ ვიცით, თუ აღმოჩნდა, რომ ნამდვილად თვითმკვლელობაა, მაშინ თხოვნა მაქვს ყველასთვის, რომ გაგვაგებინეთ, ჩვენც უნდა ვიცოდეთ. პირველ რიგში, რაც მე მალაპარაკებს და მამოძრავებს ეს ლუკა სირაძის სულის ბედია, ასევე იმ ადამიანების, ვინც ამ საქმეში არიან ჩართულები. ჩვენ გარკვეული „ინსტრუქციების“ მიხედვით ვმოქმედებთ, გვაქვს გაწერილი ეს ყველაფერი და ვიცით, რა შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენ მოვიქეცით ასე და წესი ავუგეთ, მაგრამ თუ დღეს ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს ნამდვილად იყო თვითმკვლელობა, მაშინ დღეიდან ჩვენ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. ჩვენ არ გვაქვს მისთვის ლოცვის უფლება. თვითმკვლელისთვის არ შეიძლება არანაირი ლოცვა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასე არ არის“-, განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო:მეუფე ნიკოლოზი - ლუკა სირაძეს წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მაშინ დღეიდან სხვანაირად უნდა მოვიქცეთ

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია