ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 16 შემთხვევიდან 13 შემთხვევა შიდა გადაცემის ფაქტია, 3 კი - უცხო ქვეყნებიდან იმპორტირებული. 13-ვე შემთხვევა სინძიანის უიგურთა ავტონომიური რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, კორონავირუსით ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში არავინ გარდაცვლილა.

ჩინეთში ამ დრომდე კორონავირუსით სულ 83 660 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 251 ადამიანი ამჟამად მკურნალობს, 78 775 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 634 პირი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა