ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 6 კი ინფიცირებულთან კონტაქტია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დანარჩენ 6 პირს ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 899-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: ვინ არიან კორონავირუსით ახალი ინფიცირებულები და ვისგან გადაედოთ მათ ინფექცია?

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა