თურქეთი არ ადასტურებს ინფორმაციას, სირიის ოპოზიციის შეიარაღებული დაჯგუფების წევრების აზერბაიჯანში გადასროლის შესახებ

ქურთისტანის საინფორმაციო სააგენტო Firat -ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თურქეთის მიერ აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერად სირიის ოპოზიციის შეიარაღებული დაჯგუფებებიდან მებრძოლების გაგზავნის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ რუსეთის სააგენტო „ტასს“ თურქეთის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

ამავე სააგენტოს ცნობით, მათთან საუბარში არც აზერბაიჯანული მხარე ადასტურებს მოცემულ ინფორმაციას და მას გამონაგონს და „ფეიკს“ უწოდებს.

მანამდე სააგენტო Firat -მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სირიის თავისუფლების არმიის“ წევრები თურქეთმა აზერბაიჯანში გადაისროლა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი