გიგი წერეთელი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი სომხეთის პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს ტელეფონით ესაუბრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, საუბარი შეეხო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებას და შემდგომ ვითარებას.

სომხეთის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ამჟამად აქტიური სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული დარღვევები ფიქსირდება.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განსაკუთრებით, ეუთო-ს როლი ცეცხლის სრული შეწყვეტისა მოლაპარაკებების გაგრძელების საქმეში. გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია სამხედრო მოქმედებების განახლება და რაც მოხდა, აზარალებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას.

პარტიის ინფორმაცით, წერეთელმა წუხილი გამოთქვა შეტაკებების შედეგად, დაღუპულთა და დაჭრილთა გამო. მისი განცხადებით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფი და სპეციალური წარმომადგენელი მუდმივ კონტაქტზე არის მხარეებთან, მათი მანდატის ფარგლებში ახორციელებენ მოქმედებებს სიტუაციის დეესკალაციისა და მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

„სამწუხაროა, რომ პანდემიის პირობებში, როცა მეტ თანამშრომლობას და სოლიდარობას ველოდით ქვეყნებს შორის, ამგვარი დაპირისპირება ხდება და მოსახლეობა კიდევ უფრო დაუცველად გრძნობს თავს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, არსებობდეს პოლიტიკური ნება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, ეუთო-ს პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პარტიის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ვითარების გამწვავებისთანავე სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეებმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისათვის მიმართეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა