„ქართული ოცნება“ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას დაიწყებს. ღონისძიება 11:00 საათზე კოჯორში გაიმართება.

ცნობისთვის, დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ოცნება" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს