ჰონგ-კონგის ლიდერი - ეპიდემიოლოგიური ვითარება კრიტიკულია და კონტროლს აღარ ექვემდებარება

ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი აცხადებს, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კრიტიკულია და კონტროლს აღარ ექვემდებარება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ჩემი აზრით, სიტუაცია კრიტიკულია და არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვითარება კონტროლდება“, – განაცხადა კერი ლამმა.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დამატებითი შეზღუდვები დაწესება იგეგმება, მათ შორის დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულება და საჯარო მოხელეების ნაწილის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირაში ჰონგ-კონგში გარკვეული შეზღუდვები უკვე დაწესდა : დაიხურა ბარები, სპორტული დარბაზები, ღამის კლუბები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ცნობისათვის, გასული დღის განმავლობაში ჰონგ-კონგში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 900-ს მიაღწია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს