„თავისუფალი საქართველო“ - ჯანდაცვის მინისტრი ცრუობს, ექიმებს რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება ერიცხებათ

ჯანდაცვის მინისტრი ცრუობს, ექიმებს რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება ერიცხებათ, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

პარტიის ლიდერებმა, კახა კუკავამ და თენგიზ ომანიძემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, თითქოს ექიმების წინაშე არსებული დავალიანებები სრულად აღმოფხვრილია, ჩვენ ვიღებთ საპირისპირო ინფორმაციას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან. მაგალითად, რესპუბლიკური საავადმყოფოდან, რომელიც ერთერთია და არა ერთადერთი, სადაც ექიმებს 3 თვეზე მეტი სახელფასო დავალიანება ერიცხებათ. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოს ყოველ მეორე სამედიცინო დაწესებულებაში, რაც პრაქტიკულად ნიშნავს შევარდნაძის პერიოდის „სეკვესტრის“ პრაქტიკის დაბრუნებას, როდესაც დასაქმებულები თვეობით ელოდებოდნენ კუთვნილი ანაზღაურების მიღებას”, - აცხადებენ პარტიაში.

მათივე განცხადებით,“ თავისუფალი საქართველო“ მზად არის უსასყიდლოდ წარმოადგინოს ექიმების ინტერესები სასამართლოში.

„მივმართავთ სამედიცინო პერსონალს - მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენი სახელფასო დავალიანებების შესახებ ჩვენს ოფისებში ან ინტერნეტის საშუალებით”,-აღნიშნეს ბრიფინგზე.

„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, პირადად დაინტერესდეს საკითხით ვინაიდან აშკარაა, რომ ჯანდაცვის მინისტრს არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია.

„მზად ვართ ბატონ გახარიას გავაცნოთ საკითხის გადაწყვეტის სწრაფი და მარტივი გეგმა, რომელიც გულისხმობს მთავრობის სპეციალური დადგენილების მიღებას და საყოველთაო დაზღვევის პროგრამით გამოწვეული ფინანსური ვალდებულებების დაფარვის წესის შეცვლას“, - განაცხადეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ