ლევან კობერიძე - წარმოდგენილი კანდიდატები "ქართული ოცნების" რეიტინგის დაღმასვლას ვერ შეაფერხებენ

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, დღეს მაჟორიტრობის კანდიდატების წარმოდგენით "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველს ვერანაირი სიახლე ვერ შესთავაზა.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი კანდიდატები "ქართული ოცნების" რეიტინგის დაღმასვლას ვერ შეაფერხებენ.

„ვერაფერ სიახლეს ვერ ვხედავთ, გადანაცვლება ხდება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მაჟორიტარ კანდიდატებად, ამას ვერ შევაფასებთ როგორც პროგრესს და წინსვლის საწინდარს. მთლიანობაში, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს კანდიდატები რაიმე სიახლეს შემატებენ "ქართულ ოცნებას". "ქართული ოცნების" პოლიტიკური რეიტინგი მიდის დაღმასვლით და ამ დაღმასვლას ეს კანდიდატები ვერანაირად შეაჩერებენ. შესაბამისად, დასახელებული კანდიდატები რომ ერთობლიობაში განვიხილოთ, ფაქტობრივად, მოსახლეობას საფიქრალი ექნება არა კონკრეტულ მაჟორიტარ კანდიდატთან, არამედ "ქართულ ოცნებასთან" მიმართებით გააკეთოს თუ არ გააკეთოს არჩევანი,"- განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა