სომხეთში, 24 საათში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 35 254-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 662 -მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 24 206 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 171 ადამიანს კი მკურნალობა ამჟამად უტარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა