თბილისის მერია - პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალი რეაბილიტაციის შემდეგაც დარჩება

პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალი რეაბილიტაციის შემდეგაც დარჩება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსურათებზე მხოლოდ გამწვანების თარგები იყო ნაჩვენები, რაც რეაბილიტაციის შემდგომი ტერიტორიის სრულ სურათს არ ქმნის.

„9 აპრილის მემორიალი რჩება ადგილზე უცვლელი სახით. რაც შეეხება რენდერებს, მასზე ასახული იყო მხოლოდ თარგები. ასევე შენარჩუნებული იქნება ისტორიული ფილები, სადაც 9 აპრილს უდნაშაულო ხალხის სისხლი დაიღვარა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიის რეაბილიტაცია 2020 წლის იანვარში დაიწყო და აგვისტოში უნდა დასრულდეს. რეაბილიტაციის შედეგად არსებული შადრევნები უნდა მოწესრიგდეს, შეიცვალოს ფილები და გაკეთდეს გამწვანების ახალი თარგები.

სამუშაოებს „გრინ სერვისი" ახორციელებს და ის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი ჯდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა