გიორგი ვაშაძე კახი კახიშვილზე - რატომ იმალებოდა, თუ მაგარ რეფორმებს აკეთებდა? ვინც კარგ საქმეს აკეთებს, არ იმალება, ვინც ფულს აკეთებს, ის იმალება

„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა დააჭაობა, ცუდ ქვეყნებს გვადარებენ. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს ამბიცია მაქვს, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოში ლიდერ სახელმწიფოებს შორის იყოს, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართველებმა სიმაყე უნდა დავიბრუნოთ“.

„ივანიშვილის მიზანმიმართული სტრატეგია არის, რომ მოგიკლას ყველანაირი ამბიცია და ვთქვათ - ჩვენ არაფერი შეგვიძლია. სიღარიბესა და გაჭირვებაზე რომ ვლაპარაკობთ, ამათმა შეგვაჩვიეს, რომ თითქოს ეს არის ჩვენი ბედისწერა. ისინი უნდა მდიდრდებოდნენ, ჩვენ, ყველა უნდა ვღარიბდებოდეთ. მე ამას არ ვეთანხმები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან გადაცემაში ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ კანდიდატებზე, მათ შორის კახი კახიშვილთან დაკავშირებით. გიორგი ვაშაძის თქმით, კახიშვილს დაბალი ცნობადობა აქვს საზოგადოებაში, რომელიც მინისტრობის პერიოდში „იმალებოდა“.

„რატომ იმალებოდა, თუ მაგარ რეფორმებს აკეთებდა?! ვინც კარგ საქმეს აკეთებს ის არ იმალება, ვინც ფულს აკეთებს, ის იმალება. აი, ეს არის რეალურად განსხვავება. თბილისში არცერთ კანდიდატს არ აქვს შანსი. რეგიონებში კი სადაც შეეცდებიან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულებში მანიპულაციები გააკეთონ, გვაქვს მექანიზმი, თუ როგორ გავაჩეროთ ეს. თუმცა, დამერწმუნეთ, რომ შანსი არ აქვთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა