ამირან გამყრელიძე - გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან უმეტესი გარდაბნის რაიონზე მოდის და საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მთლიანი მაჩვენებლის 2%-ს შეადგენს.

გამყრელიძის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი 14 შემთხვევა, სოფელ ყარაჯალაში დაფიქსირდა.

„ბოლო შემთხვევათა რაოდენობიდან, უმეტესი, 24 შემთხვევა მოდის გარდაბნის მუნიციპალიტეტზე, აქედან 6 თვითონ ქალაქ გარდაბანში დაფიქსირდა, გაჩიანის დასახლებაში შედის სამი სოფელი და იქიდან 4 შემთხვევა გახლავთ ყარათაკლიაში და 14 ყარაჯალაში. ყველაზე მეტი შემთხვევის რაოდენობა გვაქვს სოფელ ყარაჯალაში, რომელიც ასევე მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდია ამ სამ სოფელს შორის და მოსახლეობის რაოდენობა ამ სოფელში დაახლოებით 4 000-ია, ამ სამ სოფელში კი მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 7 000 კაცს შეადგენს. დღეისათვის ამ სოფლებში ქვეყანაში დაფიქსირებულ შემთხვევათა 2% მოდის. ამიტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე